უკრაინაში იმედოვნებენ, რომ იტალია, როგორც ვენეციის ბიენალეს მასპინძელი ქვეყანა, რუს მონაწილეებზე ვიზებს არ გასცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდეი სიბიგამ განაცხადა.
როგორც სიბიგამ განმარტა, ვენეციის ბიენალეზე რუსეთის მონაწილეობის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის , ვოლოდიმირ ზელენსკის იტალიაში ვიზიტის დროსაც განიხილეს.
„ჩვენ სანქციები დავუწესეთ ამ პირების, რუს მონაწილეებს, ხოლო ახლა ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ მათ ვიზები არ მისცენ. მასპინძელი ქვეყანა იტალიაა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებენ,“- აღნიშნა სიბიგამ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, 20-ზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მოითხოვა, რომ რუსეთს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის უფლება არ მიეცეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბიენალეზე რუსეთის დაბრუნება ამორალურა და ამის გამო გამოფენის დაფინანსების შემცირება იგეგმება.
2026 წლის ბიენალე 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, სადაც რუსეთის პავილიონიც იქნება წარმოდგენილი. ხელოვნების გამოფენაზე რუსი მხატვრები ხელახლა იქნებიან დაშვებული რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

