მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა.
გამოფენა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები, როგორებიცაა: წყალი, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მწვანე მშენებლობა და სხვ
ყაველაშვილთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმყოფებოდა.

