აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება” – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს

კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა, – ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, კახა კალაძეს.

ის კალაძეს დაცვის გარეშე ქუჩებში სიარულს და ხალხთან შეხვედრას სთავაზობს.

„70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში. ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება. თან თბილისელების რეალურ პრობლემებსაც გაგაცნობ. რაც შეეხება თქვენს ამბავს, თქვენი საქმე დამთავრებულია! მხოლოდ დროის საკითხია, როდის ჩამოშორდებით ამ ქვეყნის მართვას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის” გადაწყვეტილებაზე, რომ კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას შეხვდნენ, კახა კალაძემ განაცხადა: „ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა დამართოდა ხალხს, ყველაფერი დამართეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ – პოლიტიკური მომავალი არ აქვთ”.

იტვირთბა....