აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. ახალი კანონპროექტი სახელწოდებით კავკასიაში ჩინეთის კონტროლთან დაპირისპირების აქტი მზარდ შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება“ გადადის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე.

შემოთავაზებული კანონმდებლობა აშშ-ის ადმინისტრაციას სთხოვს მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ.

იგი ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის გადახედვას, რაც მოიცავს სამომავლო დაფინანსების შესწავლას და იმის შეფასებას, რჩება თუ არა თბილისი დასავლეთთან კავშირების გაღრმავების ერთგული.

„ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ… მსოფლიოს დემოკრატიულ ძალებთან ერთად“ | განუცხადა უილსონმა „რადიო თავისუფლებას“. მან ეს კანონპროექტი წარმოაჩინა, როგორც აუცილებელი თავდაცვა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის არაჩვეულებრივი და ბოროტი გავლენისა“ და მისი „მსოფლიო ბატონობის მიზნის“ წინააღმდეგ.

იტვირთბა....