არავის უნდა გაუკვირდეს, რომ რომის პაპი ლეო XIV მშვიდობისკენ მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
როგორც რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომის პაპის მოწოდების მოსმენა ღირს.
„არავის უნდა გაუკვირდეს, რომ რომის პაპი ლეო XIV მშვიდობისკენ მოწოდებით გამოდის. მისი ხმის მოსმენა ღირს“, – წერს სიკორსკი.
ცნობისთვის, რომის პაპმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად. დონალდ ტრამპმა კი პაპთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია და არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს“. ამის საპასუხოდ, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი მოწოდებები სახარებაზეა დაფუძნებული და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია.

