აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იარაღის მიყიდვის შესახებ ტაივანის პრეზიდენტთან საუბარს გეგმავს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტაივანის პრეზიდენტთან, ლაი ცინ-დესთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტს, დაამტკიცოს თუ არა კუნძულისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა.
„მე მას დაველაპარაკები. მე ყველას ვესაუბრები. ჩვენ ვითარებას ძალიან კარგად ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ „ტაივანის საკითხზე“ მუშაობა გაგრძელდება, თუმცა დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ტრამპთან ბოლო შეხვედრისას მკაფიოდ აღნიშნა, რომ ტაივანი „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

