აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ს ისევე სჭირდება ევროპა, როგორც ევროპას აშშ – არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება” – ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ნატო-ს წევრ ესტონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები თავდაცვაში დაეხმარება, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Reuters-ს განუცხადა.

„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და დიახ, მე ვენდობი ჩვენს ყველა მოკავშირეს“, – განაცხადა ჰანო პევკურმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ევროპა არ არის მზად, დამოუკიდებლად დაუპირისპირდეს მოსკოვს.

„ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ? არა. ყველამ (ნატო-ში) მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ თავდაცვის სფეროში“, – აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო საჭიროებებისთვის ისევე სჭირდება ევროპა, როგორც ევროპას აშშ და ამიტომ, არ სჯერა, რომ ნატო დაიშლება.

„არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება“, – აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან ალიანსის ამჟამინდელი დაძაბულობა ხანგრძლივ ქორწინებას შეადარა: „50 წლიანი აბსოლუტურად შეუფერხებელი სვლა არ არსებობს. არსებობს უთანხმოებები და პრობლემები და მათი გადალახვაა საჭირო“, – აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-მ ყურადღება ირანში კონფლიქტის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს და რომ ამან, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს საშუალება მისცეს, მეტი ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადაიტანოს.

„როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, არსებობს შანსი, რომ აშშ-მ მეტი ყურადღება უკრაინაზე გაამახვილოს. ჩვენი რეგიონისთვის ეს მთავარ პრობლემად რჩება“, – აღნიშნა ჰანო პევკურმა.

იტვირთბა....