რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახური VCIOM [ВЦИОМ] თავის გამოკითხვებში ზედიზედ მეექვსე კვირაა პუტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგის კლებას აფიქსირებს. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და კლებას განაგრძობს.
გამოცემა “ეხო კავკაზა” წერს, რომ დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც 6-დან 12 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, პუტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგმა 66,7% შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით 1,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 72%-მდე შემცირდა პუტინისადმი ნდობის რეიტინგიც.
ამავე მონაცემებით, ეცემა პუტინის პარტია „ედინაია როსიას“ მხარდაჭერის რეიტინგიც, ამავდროულად, VCIOM-ი აფიქსირებს დუმაში წარმოდგენილი სხვა პარტიების რეიტინგების ზრდას.

