აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არჩევნების შემდეგ გაუჩინარებული პიტერ სიიარტო ჟურნალისტებმა მის საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს

უნგრეთის გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ჟურნალისტებმა მის საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. სიიარტო, რომლის გუნდიც არჩევნებში დამარცხდა, ბოლო მოვლენების შემდეგ აღარსად გამოჩენილა.

კრიტიკული გამოცემის ჟურნალისტებმა მინისტრი მაშინ ნახეს, როდესაც ის სპორტული აქტივობით იყო დაკავებული. სიიარტო შეეცადა, კრიტიკული კითხვებისთვის თავი აერიდებინა, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხი მაინც გასცა. 

მთავარი კითხვა პიტერ სიიარტოსთან არსებობს დოკუმენტაციის სავარაუდო განადგურების საქმესთან დაკავშირებით. უნგრეთის მომავალმა პრემიერმა პირველ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, პიტერ სიიარტო არჩევნებში დამარცხებიდან რამდენიმე საათში საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და ის რუსეთის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუემნტაციებს ანადგურებდა. 

მინისტრმა მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უარყო. მისი მტკიცებით, ყველა დოკუმენტაცია ელექტრონული სახით საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახება.

“ეს სრული სისულელეა. რომელი სანქციების დოკუმენტებს გავანადგურებდით? ანუ ყველა იმ დოკუმენტს, რომლის ნახვაც შემდეგ მთავრობას მოუნდება, იქ დახვდება. ყველაფერი ელექტრონული ფორმითაა, ასე რომ, მათ შეუძლიათ გადახედონ მთელი 12 წლის დოკუმენტაციას” – თქვა სიიარტომ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. 

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ მის წინააღმდეგ შესაძლოა, საქმე აღიძრას, სიიარტო ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

“ეს სრულიად არარელევანტურია, რადგან არაფერი პრობლემური არ მომხდარა. ნახეთ, მე ყოველთვის ვმოქმედებდი კანონის ფარგლებში და ვცდილობდი საუკეთესო გამეკეთებინა ქვეყნისთვის. 20 წელი პოლიტიკაში. ეს დიდი დროა. ახლა კი, ნება მომეცით, სირბილი უნდა დავასრულო” – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ძალიან ხომ არ დაუახლოვდა ორბანის მთავრობა რუსეთს, სიიარტო ასე პასუხობს: 

“არა, ასე არ ვფიქრობ. ჩვენ უამრავ სხვა ქვეყანასთან გაცილებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. რუსეთი ალბათ პირველ ათეულშია, მაგრამ ნამდვილად არ არის ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორი. არიან ქვეყნები, რომლებთანაც ბევრად უფრო ახლო კავშირი გვაქვს” – თქვა მინისტრმა.  

პიტერ სიიარტომ ასევე დაანონსა, რომ ყველა კითხვას პასუხებს გრძელ ინტერვიუში გასცემს.

“მესმის, რომ გსურთ ყველა კითხვაზე ახლავე მიიღოთ პასუხი, მაგრამ კიდევ ერთ-ორ დღეს ვითხოვ. გრძელ ინტერვიუში ყველაფერს ვიტყვი. ეს ახლა მხოლოდ ფრაგმენტებია. ნახეთ, მე ზუსტად 20 წლის ვიყავი 1998-ში, როცა დეპუტატი გავხდი გიორში. 23 წლისა პარლამენტში შევედი. 8 წელი ოპოზიციაში ვიყავი, 12 წელი კი მინისტრად… ეს გრძელი პერიოდია” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში გაეხვა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი გამოაქვეყნეს. ირკვევაა, რომ პიტერ სიიარტო კრემლს ევროკაშირის კონფიდენციალურ დოკუმენტაციას აწვდიდა. სქემა ასეთი იყო. დოკუმენტებს უნგრეთი მოსკოვში მათ საელჩოს უგზავნიდა, საიდანაც პუტინის გუნდი ხელში ხვდებოდა. 

იტვირთბა....