აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიდერლანდები უკრაინას ნაღმსაწინააღმდეგო სამხედრო ხომალდს გადასცემს

ნიდერლანდები მიმდინარე წლის ივნისში უკრაინას ალკმაარის კლასის ნაღმსაწინააღმდეგო სამხედრო ხომალდს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიდერლანდები სრულად გაწვრთნის გემის ეკიპაჟსაც.

„ეს უკვე მეხუთე გემია ჩვენი მომავალი ნაღმსაწინააღმდეგო ფლოტის შემადგენლობაში და მეორე ნიდერლანდებიდან“ | დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

2025 წლის გაზაფხულზე The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვაო ძალებს ამჟამად 90 გემი ჰყავს, მათ შორის ესტონეთიდან, შვედეთიდან და ფინეთიდან მიღებული გემები.

უკრაინას ორი ნაღმმტყორცნი გემი გადასცა დიდმა ბრიტანეთმა, თუმცა, ისინი პორტსმუთში რჩებიან და შავ ზღვაში შესვლა არ შეუძლიათ, რადგან მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთი მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სამხედრო გემებს არ უშვებს.

გარდა ამისა, თურქეთმა უკრაინისთვის ერთი კორვეტი ააშენა და მეორის მშენებლობას აგრძელებს, თუმცა მონტრეს კონვენციის გამო, ეს კორვეტებიც კიევისთვის ჯერ არ არის გადაცემული.

იტვირთბა....