ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, სოციალურ ქსელში დუმილს არღვევს:
„თავისუფლება ყველას თავისებურად ესმის. ამ ბრძოლაში იმიტომ ვარ რომ რუსთავი 2 გავანთავისუფლო ტერორისტის, დიქტატორის, მეცოცხის და არაადამიანისგან. თავისუფლება რუსთავი2 და საქართველოს მედროვეებისაგან.“ – წერს ხალვაში.
შეგახსნებეთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლოში 10:30 საათზე რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყება. პროცესზე მხარეთა სააპელაციო საჩივრებს განიხილავენ. რუსთავი 2-ის მხარე წარადგენს რამდენიმე შუამდგომლობასაც.
სასამართლო პროცესს დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
როგორც ცნობილია, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რაც ადვოკატებმა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს.