15 ივლისს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის ტერიტორიაზე მცხოვრები 4.4 მილიონი უკრაინელისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს კიდევ 1 წლით, 2028 წლის 4 მარტამდე, გაახანგრძლივებენ.
თუმცა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ასევე შეთანხმდნენ, რომ დროებითი დაცვის მექანიზმებით სარგებლობა მხოლოდ იმ უკრაინელებმა უნდა შეძლონ, რომლებიც “უკრაინაში თავიანთ სამხედრო ვალდებულებებს ასრულებენ”.
“უკრაინის მზარდი თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით, მომავალში დროებითი დაცვა მიენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უკრაინაში თავიანთ სამხედრო ვალდებულებებს ასრულებენ. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ დროებითი დაცვის ახალ განმცხადებლებზე გავრცელდება და არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ევროკავშირში დროებითი დაცვით.” – ვკითხულობთ ევროპის კავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პასპორტი წარადგინონ, რომელზეც ქვეყნიდან კანონიერად გასვლის შესახებ შტამპი იქნება დასმული. ასევე შესაძლებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტის წარდგენაც, რომელიც ადასტურებს, რომ დროებითი დაცვის მექანიზმების მომთხოვნი პირი გათავისუფლებულია სამხედრო ვალდებულებისგან ან ეს ვალდებულება უკვე შეასრულა.
“დღეს ომს გამოქცეული პირებისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის სტატუსის კიდევ ერთი წლით, 2028 წლის მარტამდე, გაგრძელება გადავწყვიტეთ. ეს სტაბილურობას უზრუნველყოფს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ევროკავშირში უსაფრთხოება იპოვეს. ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ კვლავ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენი მხარდაჭერის ფარგლებში, ასევე გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას თავის დაცვა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჩვენი დროებითი დაცვის მექანიზმი უკრაინის ლეგიტიმურ საჭიროებებს ითვალისწინებს.” – განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა.
პრესრელიზის მიხედვით, საბჭო ახლა დროებითი დაცვის მექანიზმების გახანგრძლივების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ფორმალურად მომდევნო კვირებში დაამტკიცებს.
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის ზომები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებშივე აამოქმედა, თუმცა, მათი გახანგრძლივება ყოველწლიურად უნდა მოხდეს. 15 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებამდე აღნიშნული მექანიზმების ვადა 2027 წლის მარტში გადიოდა.

