პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა უკრაინული დრონების გამოყენებით „ცრუ დროშის ოპერაციას“ ამზადებდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ პოლონეთი მსგავს რუსულ პროვოკაციას ელის და დასძინა, რომ შესაძლოა, ეს უკრაინული დრონების გამოყენებით განახორციელონ.
„პუტინმა დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი რამ თქვა. მან განაცხადა: „თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა თავს დაგვესხმება, ვუპასუხებთ“. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ის აპირებს უკრაინული დრონების მომზადებას და მათ გამოყენებას ნატო-ს წევრ ქვეყანაზე ან რუსეთზე თავდასხმისთვის, შემდეგ კი ასეთი თავდასხმისთვის საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ასეთ ქმედებებს მიმართოს, „მით უმეტეს, რომ ის სასოწარკვეთილია და [ომს] აგებს“.

