აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანმა პირველად შემოიტანა სომხეთიდან 960 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან სომხეთში 5 757 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იქნა ექსპორტირებული, რაც აზერბაიჯანის მთლიანი ექსპორტის 0,11 პროცენტს შეადგენს.

იტვირთბა....