aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და სააკაშვილმა ტელეფონით ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიდეოში, რომელსაც “მეტრონომი” გთავაზობთ, ბიძინა ივანიშვილის ადრინდელი ინტერვიუა, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ დაურეკა სააკაშვილმა ერთ დღეს და თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე ესაუბრა.
“რა გინდა მეთქი? ვკითხე… რომ გამაწვალა, რამდენიმე ზარით ზედმეტად გააკეთა, გასხვისება უნდოდა ერთის თუ მეორის ვერ გავიგე, თუ რაღაც გეგმები ქონდა. მე ვუთხარი, ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საერთოდ საუბარი და მე მაგ საუბარში არ შემოვალ მეთქი. შემდეგ მითხრა, ბოლო-ბოლო რა გინდაო, ერთ-ერთი აირჩიეო, ერთი შენი იყოს- ერთი ჩვენი იყოსო. გინდა თბილისის აირჩიე, გინდა ბათუმისო.
მე ვუთხარი, მაგას არ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო. ბოლოს მითხრა, ვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობასო. მე ვუთხარი, რომ მე არ მივიღებ, მაგრამ, თუ შევხედე, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ ამათ ფუნქცია დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში ვიყიდი, მაგრამ ისევ სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად თქო. “ – ასეთი განცხადება გააკეთა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა.

https://youtu.be/bl29pq1bNBc

 

იტვირთბა....