რუსეთში, კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტუაფსეზე უკრაინელებმა დრონებით იერიში მიიტანეს. უკრაინული წყაროების ცნობით, დარტყმის სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. რუსული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა.
დაბომბვის კადრებს აქვეყნებს Telegram არხი ასტრაც, რომელიც წერს, რომ თავდასხმის შედეგად ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

