ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, თუ ირანთან ბრძოლა განახლდება – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზნები ომთან დაკავშირებით კვლავ თანხვედრაშია.
ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი დასაყრდენის განადგურებასთან ახლოსაა – ამბობს ის.
“ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, როგორ დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები, შესაძლოა, განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“,- თქვა ნეთანიაჰუმ.
ირკვევა ისიც, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის გაძლიერების ბრძანება მისცა.

