აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვინმემ უთხრას პაპ ლეოს, რომ ირანმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო მომიტინგე მოკლა” – დონალდ ტრამპი

ვინმემ უთხრას პაპ ლეოს, რომ ირანმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო, სრულიად უიარაღო მომიტინგე მოკლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომის პაპ ლეოს ვინმემ ასევე უნდა უთხრას, რომ ირანისთვის ბირთვული ბომბის ფლობა აბსოლუტურად მიუღებელია.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია“. მისივე თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საპასუხოდ რომის პაპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია და ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.

იტვირთბა....