კვლიავი – ფაქტობრივად ყველაზე გავრცელებული აღმოსავლური სანელებელია, ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბეგქონდარას, თუმცა გემო და არომატი მათ სრულიად განსხვავებულები აქვთ. მისი წარმოუდგენლად შეშლილი არომატი ამდიდრებს ბოსტნეულის კერძებს, ბრინჯს, ფრინველისა და ცხვრის ხორცს. ძველად ის გამოიყენებოდა ქოლელითიაზის, მუცლის შებერილობისას და მალამოებში ჭრილობებისთვის. იცავს ნაწლავებს, თირკმელს, ღვიძლს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ხელს უშლის კიბოს განვითარებასა და ათავისუფლებს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.
კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი თვისება კვლიავის არის ის, რომ ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. თუ მას დაამატებთ ჩაიში, უცებ დაგიქვეითებთ მადას და დაგეუფლებათ დანაყრების შეგრძნება. იმის გამო, რომ ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულირებასა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას უწყობს ხელს, უებარია ყველა დიეტაზე.
ნაყენის დამზადება: იმისათვის, რომ მოვამზადოთ მისგან ნაყენი წონაში დასაკლებად, მოიქეცით შემდეგნაირად: თერმოსში მოათავსეთ 2 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი და 3 ჩაის კოვზი კვლიავი, დაასხით 500 მლ ლიტრი ადუღებული წყალი და დააყოვნეთ. ნაყენი მიირთვით ყოველი კვების შუალედში.
უკუჩვენება: ნაყენი უკუნაჩვენებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტისა და კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს.
მიირთვით ეს სასარგებლო და მარტივი ნაყენი (ჩაი) და 3-ჯერ გაიზრდება თქვენი ქოლესტერინის წვის პროცესი და იქნებით სრულიად ჯანმრთელნი.
Intermedia.ge