აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს კორუფციის ბრალდება წაუყენეს.

ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მეუღლის დანაშაულს უარყოფს.

ესპანური მედიის ცნობით, საქმე ეხება ესპანეთის პრემიერ მინისტრის მეუღლის პროექტს, კერძოდ, მადრიდის უნივერსიტეტში კათედრას სახელწოდებით „კონკურენტუნარიანი სოციალური ტრანსფორმაცია.“ გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ამ კათედრის გახსნის მიზნით რექტორებზე ზეწოლა მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების შემდეგ ეს კათედრა საერთოდ დაიხურა.

2024 წლის ოქტომბერში ამ საქმეზე გამოძიება გაფართოვდა, როდესაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ულტრამემარჯვენე ორგანიზაციამ უჩივლა და  ბეგონია გომესი მადრიდის უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის მითვისებაში დაადანაშაულა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ასევე ბრალად სდებენ სახელმწიფო მოხელის, კრისტინა ალბარესის საკუთარ ბიზნეს პროექტებში ასისტენტად გამოყენებაში.

ესპანეთის მთავრობის მეთაური მისი მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ გომესის წინააღმდეგ კამპანია მემარცხენე ოპოზიციამ წამოიწყო, რომელსაც მისი მთავრობის დესტაბილიზაცია სურს.

იტვირთბა....