აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

ირანის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი კამალ ხარაზი, რომელიც აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიჭრა, გარდაიცვალა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

„კამალ ხარაზი, რომელიც ადრე ამერიკელ-სიონისტი მტრის თავდასხმის შედეგად დაიჭრა, რამდენიმე საათის წინ მოწამეობრივად გარდაიცვალა“, – ციტირებს CNN-ი ირანულ მედიას.

აღსანიშნავია, რომ ხარაზს 1997-2005 წლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამალ ხარაზი საჰაერო დარტყმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

იტვირთბა....