აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები – ეს საჭირო დეესკალაციას უზრუნველყოფს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება.

„აშშ-სა და ირანს შორის გასულ ღამეს მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები. ეს საჭირო დეესკალაციას უზრუნველყოფს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროცესში შუამავლობისთვის პაკისტანს მადლობას უხდის.

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ხანგრძლივი გადაწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

იტვირთბა....