ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელზე ფასი 93 დოლარს შეადგენს. აშშ-ის WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 14%-ით, დაახლოებით 96 დოლარამდე შემცირდა.
გამოცემის ცნობით, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ეს ერთი დღის განმავლობაში ნავთობის ფასის ყველაზე დიდ ვარდნას წარმოადგენს.

