აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანელები, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, თეირანის ქუჩებში შეიკრიბნენ

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ირანელები დედაქალაქ თეირანის ქუჩებში შეიკრიბნენ.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ წვავს შეკრებილების ნაწილი ამერიკისა და ისრაელის დროშებს, ზოგიერთი ირანის დროშას აფრიალებს და ხელში ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის და მისი მოკლული მამის, ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები უჭირავს.

მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა – იგრძნობა შვება, რომ ელექტროსადგურებს თავს არ დაესხმებიან, თუმცა ირანელების ნაწილი შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავს.

„ამერიკამ ასჯერ გამოავლინა თავი, ორჯერ დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ის თავს დაგვესხა. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დათანხმდნენ. როგორც ყოველთვის, მათ ისრაელისთვის დროის მოგება სურთ“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, აშშ და ირანი ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

იტვირთბა....