აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის გამდიდრებულ ურანზე იდეალურად იზრუნებენ.
„მასზე იდეალურად იზრუნებენ, სხვაგვარად არ დავთანხმდებოდი“, – აღნიშნა ტრამპმა „ფრანს-პრესსთან“ სატელეფონო ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რისი გაკეთება იგეგმება გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით.
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა გამარჯვება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :
„ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. 100 პროცენტით. კითხვის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, არსებობს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც შეთანხმება მიღწეულია. ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, მიაღწევს თუ არა წარმატებას“, – განაცხადა ტრამპმა.

