აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უნგრეთის მიგრაციული პოლიტიკა ნათელი და მტკიცეა, არ დავუშვებთ არალეგალური მიგრაციის დამკვიდრებას, პატრიოტული მთავრობით გავაგრძელებთ ჩვენი საზღვრების დაცვას” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მიგრაციული პოლიტიკა ნათელი და მტკიცეა: ჩვენ არ დავუშვებთ არალეგალური მიგრაციის აქ დამკვიდრებას. პატრიოტული მთავრობით გავაგრძელებთ ჩვენი საზღვრების დაცვას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

უნგრეთის პრემიერის თქმით, მას კარგად ესმოდა, რა იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ხალხმაც მხარი დაუჭირა, რადგან ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ.

„მე ვიცოდი, რა იყო უნგრეთის ეროვნული ინტერესები, რომ მიგრანტები უნდა შეგვეჩერებინა, ეს არ იყო კითხვა, ეს იყო თავდაცვა. თქვენ არ შეგიძლიათ, დაიცვათ საზღვრები მიგრანტებისგან სათამაშოებით და ყვავილებით. ამგვარად, ხალხმა მხარი დამიჭირა. მათ არა მხოლოდ მხარი დამიჭირეს, არამედ ზუსტად ის თქვეს, რასაც მე ვფიქრობდი“, – აცხადებს ორბანი.

იტვირთბა....