კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება, პოზიტიურად შეაფასა.
როგორც მან მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო მზად არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.
„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული მესიჯები და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

