“ერევნაში სამგზავრო ავტობუსის ერთ-ერთ სავარძელში ჩამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა”-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი აცხადებს. მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ასეფეთქებელი მოწყობილობა შესაძლოა დამონტაჟებული ყოფილიყო ავტობუსის სავარძელზე.
მოტივსა და მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. უცნობია ტერაქტის ორგანიზატორთა სავარაუდო ვინაობაც.
შეგახსენებთ, შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ექვსი მძიმედ დაშავდა.