აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სკოტ ბესენტი – ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირო

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ომში „ყველა ვარიანტს მაგიდაზე ტოვებს“.

„ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირო“, – აღნიშნა ბესენტმა.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა აშშ-ის ჯარების განთავსება ირანის ხარგის კუნძულზე, ბესენტმა უპასუხა, რომ აშშ-მა კუნძულზე ძალიან წარმატებული კამპანია ჩაატარა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ყველა ვარიანტია მაგიდაზე“.

როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, ტრამპს ირანთან ომში „ძალიან მკაფიო მიზნები აქვს – ირანის საზღვაო და საჰაერო ძალებისა და მისი სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება“.

მისივე თქმით, აშშ ასევე უზრუნველყოფს, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

იტვირთბა....