აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის მთავრობა წარადგენს კანონპროექტს, რომელიც საზღვარგარეთ დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეების “დასაცავად” ჯარის გამოყენების უფლებას იძლევა

რუსეთის მთავრობა დუმას წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის იმ “მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც უცხოური სასამართლოები დევნიან”. კანონპროექტის ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი შეიქმნა იმ რუსების უფლებების დასაცავად, რომლებსაც დაკავება ან სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ უცხო ქვეყნების ან ისეთი საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელთა კომპეტენციასაც რუსეთი არ აღიარებს.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქის დაპატიმრების ან დაპატიმრების ორდერის შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია სამხედროები გაგზავნოს იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო მდებარეობს, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნისგან.

ამჟამად, არსებული კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის არმიის საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი პუტინი იღებს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა სახელმწიფოების ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.

ეს ინიციატივა რუსეთში მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი და მისი ცოლის დააკავა.

აღსანიშნავია, რომ თავად ვლადიმერ პუტინი და ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ძებნილად არიან გამოცხადებული.

იტვირთბა....