Fox News: მოჯთაბა ხამენეი „ვერ ფუნქციონირებს“ და რეჟიმს ვერ აკონტროლებს | გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Fox News-ის თანახმად, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების წყაროების ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, რომელმაც მამის მკვლელობის შემდეგ, მისი პოსტი დაიკავა, “ცარიელი სუბიექტია”.
„მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ ჩნდება, ჩვენ ასევე გვაქვს სანდო მინიშნებები, რომ ის ვერ აკონტროლებს ან არ ხელმძღვანელობს რეჟიმს ან იმას, რაც რეჟიმისგან დარჩა. ირანის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გატეხილია, დაბნეულია და თითქმის ვერ ფუნქციონირებს“ – ამბობს ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, კობი მაიკლი Fox News-თან საუბრისას.
უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ, მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მხოლოდ მისი მიმართვის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

