ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლაში ფოსფორის გაჟონვამ რუსთავში 11 მოზარდი მოწამლა

11 მოზარდი მოიწამლა რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ქიმიური ნივთიერება ფოსფორის გაჟონვის შედეგად.

 

სკოლის დირექტორის,  არსენ დემეტრაშვილის განცხადებით, მე-5 კლასის ერთ-ერთმა მოწაფემ სახლიდან სამხედრო დანიშნულების, ფოსფორის შემცველი  ღამის სანათი მოიტანა, რომელიც მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გახსნეს. ფოსფორის სუნზე რამდენიმე ბავშვი შეუძლოდ გახდა.

 

ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რუსთავის ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი მალევე გაწერეს სტაციონარიდან. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის რეკომენდაციით, 11-ივე მოწამლული რამდენიმე დღე სახლში დარჩება.

 

დირექტორის განცხადებით სკოლაში სწავლის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

იტვირთბა....