მომღერალმა ინდირა ჯგერენაიამ ერთ-ერთ გამოცემასთან საკუთარ დიეტაზე ისაუბრა:
რომელ დიეტაზე შეაჩერე არჩევანი?
– წიწიბურას დიეტას ვიცავ, რომელიც სასწაულმოქმედია. 9 დღიანია, რომელმაც 9 დღეში 5 კილო მომაკლებინა და კიდევ ვაგრძელებ. აუცილებელია ძილის რეჟიმი იყოს მოწესრიგებული რათა ღამე გაღვიძებულს შიმშილმა არ შემოგიტიოს.
– მხოლოდ წიწიბურას მიირთმევთ მთელი დღის განმავლობაში?
– როდესაც მშია ვჭამ მოხარშულ წიწიბურას და უშაქრო მწვანე ჩაის ვსვამ. ყავა ნებისმიერი შეიძლება და ისიც უშაქრო უნდა იყოს. დღის განმავლობაში დაახლოებით ნახევარ კილოგრამ წიწიბურას ვჭამ
– წიწიბურას ზეთს და მარილს ამატებ?
– არა, არანაირი ზეთი და მარილი მხოლოდ მშრალად მოხარშულ წიწიბურას ვჭამ. ამას ვამატებ ხანდახან ერთ ქილა მაწონში ვყრი ერთ კოვზ ხსნად ყავას და 100 გრამ ნამდვილ კონიაკს ვურევ. საშინელი დასალევია, მაგრამ მუცლის ცხიმებს კარგად წვავს. ამას რომ ვჭამ, თითქმიის გულის რევამდე მივდივარ, მაგრამ ეფექტი ნამდვილად აქვს. მსხვერპლის გაღება ნამდვილად მიწევს.
– ხილს მიირთმევთ?
– სიმართლე გითხრათ არა და ვერ ვჭამ. რამოდენიმე დღის წინ ვჭამე ალუჩა. მხოლოდ ხილი აუცილებელია, თუმცა მადა ისე მაქვს დაქვეითებული ჭამის სურვილიც აღარ მიჩნდება.
უბრალოდ გონებით ვიცი, რომ რაღაც უნდა შევჭამო, რომ წნევა არ დამივარდეს და ცუდად არ გავხდე.