აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ თუ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ!” – თინა ხიდაშელი

პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ – არავის თუ უბრალოდ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ! – ასე ეხმაურება სასამართლოს მიერ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ პლაკატზე წარწერის გამო ადამიანის ციხეში 1.6 წლით გამოკეტვა დიქტატორული ახირებებისა და ფსიქიკური აშლილობის შედეგია.

“თავი მხოლოდ იმიტომ ხომ არ გაქვს, მუცელში წყალი არ ჩაგივიდესო – იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი და ზუსტად ეს ამბავია.

მინდა არასოდეს ვიცნობდე, არასოდეს შევხვდე ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებამ არ დაზაფრა, არ გაამწარა …

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ყველას ერთი ემოცია გაქვთ, რომ არ შეიძლება, დაუშვებელია, დიქტატორული ახირებების და ფსიქიკური აშლილობის შედეგია, რომ ადამიანი 1,6 წლით ციხეში გამოკეტო პლაკატზე წარწერის გამო.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის აძლევ ხმას, ნულოვანი მნიშვნელობა აქვს ელენე მოგწონს თუ არა, ეთანხმები თუ არა, არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ ქალია და 4 შვილის დედა… მას დღეს შემამსუბუქებელი გარემოებები არ ჭირდება. პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ, არავის თუ უბრალოდ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ!“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

იტვირთბა....