თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს 15:00-დან საღამოს 21:00 საათამდე დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. შეზღუდვა აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება.
მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.