მედია მთავარი საზოგადოება

რას აპირებს შალვა რამიშვილი: ის ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს

შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მთელი ეს დრო მან თავისი გუნდის წევრებისთვის ხელფასისი მოპოვებას შეალია.

„მეგობრებო, მთელი ეს დრო ჩემი გუნდის წევრთათვის კუთვნილი ხელფასის მოპოვებას შევალიეთ. “იმედმა” ეს თანხა გადაიხადა. ახლა კვლავ ბრძოლის დროა. ძალიან საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით. მადლობთ მხარდაჭერისათვის (ვინც გამიწია მათ ეხება რა თქმა უნდა)!“- წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსნებეთ, რომ შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედიდან“ გუნდთან ერთად დაითხოვეს, მოგვიანებით კი მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ (ტასო ბარნოვა) მას ბრალი სექსუალურ შევიწროვებაში დასდო.

 

იტვირთბა....