ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაიწყო. ამ პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.

სამი მათგანი ამავე სასწავლებლის პროფესორია, ერთი კი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კენჭისყრა 18 საათზე დასრულდება.  შედეგები სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი.

გამარჯვებული კანდიდატი ლადო პაპავას შეცვლის, რექტორის არჩევნები კი აგვისტოში ჩატარდება.

ეს ცვლილებები უნივერსიტეტში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. რექტორმა თანამდებობა სტუდენტთა საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა.

უნივერსიტეტში ვლადიმერ პაპავაც იმყოფება.

იტვირთბა....