ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გლდანში უკანონო მშენებლობას დავით ნარმანიას ძმა მფარველობს“

საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ გლდანის პირველ მიკრო-რაიონში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას თბილისის მერის ძმა ლობირებს.

ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, სახლებს შპს „ბალავარი” აშენებს, რომელსაც არაკანონიერად დავით ნარმანიას ძმა მფარველობს. დეპუტატის ინფორმაციით ირაკლი ნარმანია აღნიშნული კომპანიის იურისტი იყო.

„სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა უკანონო მშენებლობებზე ნებართვის გაცემა, კოეფიციენტის გაზრდა და სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიუხედავად გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ყველა უბანში გამაოგნებელი სამშენებლო ნებართვები გაიცემა და უკვე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები ექმნება ქალაქს და ასევე იერსახე მახინჯდება. უკვე ირღვევა ადამიანების უფლებები, კონკრეტულად ის, რომ ადამიანს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება აქვს”. – აცხადებს ელისაშვილი.

ანგია ბოჭორიშვილის ქუჩაძე 10-სართულიანი ბინის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოები გეოლოგიური კვლევისა და მომიჯნავე სახლების ექსპერტიზის გარეშე დაიწყო, რაც ტერიტორიაზე უკვე არსებულ შენობებს საფრთხეს უქმნის.

“მეტრონომმა” სცადა თბილისის მერიასთან დაკავშირება, თუმცა უწყების  საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

იტვირთბა....