ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სენაკში „რესპუბლიკური პარტია“ 25-მდე წევრმა დატოვა

“რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა.

პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, ისინი ორგანიზებულად არ წასულან და უმეტესობა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია.

“ამ მომენტისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და არა დღეს, სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა, მაგრამ ეს არ არის პარტიის ორგანიზებული დატოვება რაიმე ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა, ამ 25 წევრიდან, უმრავლესობა საჯარო სამსახურში – გამგეობაში, თუ სოფლის რწმუნებულად მომუშავე ადამიანია. ისინი არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, არც იმას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს რაიმე ტიპის მითითება ჰქონდათ. ისინი უბრალოდ პირადი მოსაზრებების გამო მიდიან პარტიიდან”, – განმარტა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, პარტიიდან წევრების გასვლა და შემოსვლა ჩვეულებრივი პროცესია.

იტვირთბა....