aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქართული ღვინო „Real Wine Fair” გამოფენაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair”  ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში  7 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია –   „ხოხბის ცრემლები“, „ოქროსღვინო“, „ნიკოლაძეებისმარანი“, „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება – ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიდა“ The Georgian Supra” გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი – იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს „The Georgian Supra”, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს.

„საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არის მნიშვნელოვანი. წელს, ლონდონის გამოფენაშისულ 150-მდეღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას ათასობით დამთვალიერებელი – ღვინის მომხმარებლები, ღვინით ვაჭრობის ბიზნესში დასაქმებულები და მედიის წარმომადგენლები ჰყავს. გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი წელსაც დიდია”,  – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისმ ოადგილემ,თამთა ყველაიძემ.

გამოფენა „Real Wine Fair”  ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოვლენადარის მიჩნეული.ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.

იტვირთბა....