ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს…

 

საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ, ბზა სახლის პირობებში გაახარონ. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოში დღეს  პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც კამპანიის „ნუ მოჭრი ბზას“ მიეძღვნა. პრესკონფერენციას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სხვა პირები დაესწრნენ.

მეუფე თეოდორემ მოსახლოებას მოუწოდა, ბზის ნერგები სახლებში გაახარონ და შემდგომ ბზობის დღესასწაულებს სახლში გახარებული ბზის ტოტებით შეხვდნენ, რითიც გაუფრთხილდებიან  გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარ კოლხურ ბზას.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კოლხური ბზის გადაშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, საქართველოში ბზა გადაშენების პირასაა. ამიტომ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

”საჯარიმო სანქციების ოდენობა, 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე”, – განმარტა მინისტრმა.

იტვირთბა....