ახალი ამბები მედია

იოსელიანმა აქციების კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

“სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებისთვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.

შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.

ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

იტვირთბა....