ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვლადიმერ პაპავა: სტუდენტებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი პოზიცია

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტის VI კორპუსის წინ გრძელდება. ადგილზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,  ვლადიმერ პაპავა, მივიდა. მან განაცხადა, რომ სტუდენტებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია.

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, რა ფორმით გამოეხმაურება სტუდენტების მოთხოვნას. თუმცა, აღნიშნა, რომ მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

 

ასევე სტუდენტების ნაწილი 2 საათზე უნივერსიტეტის I  კორპუსის ეზოში აქციას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს 10-მდე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი 4 საათამდე გააგრძელებენ აქციას და პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას დაელოდებიან. თუმცა აცხადებენ, რომ, თუ გიორგი კვირიკაშვილისგან გამოხმაურება არ იქნება, ისინი მე-6 კორპუსის წინ აქციას გააგრძელებენ.

იტვირთბა....