აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით , ვენესუელამ „მშვიდობის ძიების ნიშნად“, დიდი რაოდენობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო.
მისი თქმით, ,, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია. აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გაცილებით დიდ, უკეთეს და თანამედროვე სახით აღდგენას.“
„ამ თანამშრომლობის გამო, მე გავაუქმე თავდასხმების ადრე მოსალოდნელი მეორე ტალღა, რომელიც, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება, თუმცა, ყველა გემი უსაფრთხოების მიზნით ადგილზე დარჩება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

