შემაშფოთებელია, რომ აშშ-ს ვენეციის კომისიიდან გასვლა სურს – აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ ქსელში წერს, სადაც 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ დროს, როდესაც კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით დაცვას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და შეცვლის“ – წერს თეოდოროს რუსოპულოსი X-ზე.

