აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“რუსეთის ჯარისკაცები ყოველთვის ასრულებენ მისიას თითქოს უფლისგან არიან დალოცვილები ” – ვლადიმერ პუტინი 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საშობაო წირვის შემდეგ, ეკლესიაში მიყვანილ ბავშვებს მიმართა, რუსი სამხედროები კი ქრისტეს, როგორც მხსნელს, შეადარა:

“პირველ რიგში, მინდა მივმართო დღევანდელ წირვაზე მყოფ ყველაზე ახალგაზრდა აუდიტორიას. მინდა ვთქვა, რომ თქვენ სამართლიანად შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი მამებით, თქვენი დედებით, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში, ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი ჯარისკაცებით.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტეს შობის მშვენიერ, ნათელ დღესასწაულს. და ჩვენ ხშირად ვუწოდებთ უფალს ჩვენს მხსნელს, რადგან ის დედამიწაზე მოვიდა ყველა ადამიანის გადასარჩენად. ასე რომ, ჯარისკაცები, რუსეთის ჯარისკაცები, ყოველთვის ასრულებენ ამ მისიას, თითქოს უფლისგან არიან დავალებულნი – დაიცვან სამშობლო, გადაარჩინონ სამშობლო და მისი ხალხი” – თქვა პუტინმა

იტვირთბა....