ვენესუელა ნიკოლას მადუროს დაკავებას ზეიმობს – ის აშშ-ში გასამართლდება.
კარაკასის ქუჩები დემონსტრანტებითაა გადავსებული.
ისინი ამბობენ, რომ დღეიდან ვენესუელამ ისტორიის ახალი ფურცლის დაწერა დაიწყო.
მათი თქმით, ზეიმობენ თავისუფლებას, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ.
ვზეიმობთ, რადგან დიქტატურა დასრულდა. მადურო დაეცა. მას ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ნიკოლას მადუროსაც და დიოს კაბელოსაც. ჩვენ ყველა ბედნიერები ვართ, ჩვენ თავისუფლები ვართ. დღეიდან ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ჩემთვის ეს უსაზღვრო სიხარულია. დღეს ნამდვილად ვენესუელურად ვგრძნობ თავს. დღეს ამდენი წლის შემდეგ, ამდენი ბრძოლის და მუშაობის შემდეგ, ეს დღეცც დადგა… ეს არის თავისუფლების დღე. დღე როდესაც ყველა ვენესუელელია, მეც, ისიც და იცის, ყველა ვინც აქ ვართ, ვინც დანაჩენ მსოფლიოშია ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდით,- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ განაცხადა, ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ.

