ვიდეო საზოგადოება

შორენა ბეგაშვილი ეთერში დაბრუნდა, მსახიობს ემოციური დახვედრა მოუწყეს (ვიდეო)

ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი შვილთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ეთერში პირველად გადაცემა “იღბლიან ბორბალში” შაბათს გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის არასრულწლოვანი ქალიშვილი 26 მარტს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას იაშვილის კლინიკაში ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც შორენას მეგობარი კახა მამულაშვილი ამბობს, ევას კლინიკიდან ერთ კვირაში გამოწერენ.

იტვირთბა....