აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა, – ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას“ ხაზი გაუსვა.

„რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე დიპლომატიური ინიციატივები სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ზელენსკიმ და რომის პაპმა სამხედრო ტყვეებისა და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშების დაბრუნების საკითხი განიხილეს.

იტვირთბა....