ამსტერდამში ებრაულ სკოლაზე თავდასხმა მოხდა: შენობა აფეთქების შედეგად ოდნავ დაზიანდა.
ქალაქის მერის თქმით, ეს ქვეყანაში ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმა იყო.
„ Reuters-ის“ ცნობით, ეს სკოლა ნიდერლანდებში ერთადერთია, რომელიც სპეციალურად ორთოდოქს ებრაელებს ემსახურება.
ასევე ნიდერლანდში, როტერდამის ცენტრში სინაგოგაზე ცეცხლის წაკიდების შემდეგ სინაგოგებსა და ებრაელთა დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომები უკვე გამკაცრებული იყო.

